• Ƀ/$

2020 წლის ბიუჯეტში მთავარი აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გაკეთდება

19 სექტემბერი 16:41 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2020 წლის წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავარი აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გაკეთდება.

მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესსა და მის მთავარ აქცენტებზე ნათია თურნავამ დღეს მედიასთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პროცესში მთელი სამთავრობო გუნდი აქტიურადაა ჩართული.


„მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის  დაგეგმვა, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი, მასში ჩართული ვართ, პრაქტიკულად, მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის თაოსნობით. მომავალი წლის მთავარი აქცენტი არის გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური დანახარჯები - კაპიტალური პროგრამები, განსაკუთრებით სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ეკონომიკის  მინისტრმა.


ნათია თურნავას განცხადებით, ეს ორი კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია სიღარიბის დასაძლევად - იმისთვის, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში თითოეულმა მოქალაქემ და ოჯახმა უფრო მეტად იგრძნოს ეკონომიკური ზრდის სიკეთე.


რაც შეეხება ამ  კუთხით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს გეგმებს, მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული რამდენიმე პროგრამაში, მათ შორის, გაზიფიცირების პროგრამაში. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმ რეგიონებისა და რაიონების სიაზე, რომელთა გაზიფიცირებაც მოხდება. „გაზიფიცირება ისეთივე ინტენსიური  კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება, მათ შორის მოვიცავთ ცენტრიდან მეტად დაშორებულ რეგიონებს და ამ მხრივ ვამზადებთ იმ რეგიონების და რაიონების სიას, რომელთა გაზიფიცირებაც მოხდება“, - აღნიშნა მან.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2020 წელს ასევე გაგრძელდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე და მიკრომეწარმეობის წახალისება - ეს პროგრამებიც უფრო ინტენსიურად იქნება წარმოდგენილი. „ასევე გვაქვს მთელი რიგი პროგრამები მთის და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მსგავს თემაზე:

საექსპორტო პროდუქციაში სპილენძის მადნები ლიდერობს, საიმპორტოში - ნავთობი


ასაწონი თამბაქო და ელექტრო სიგარეტი აქციზით დაიბეგრება



სხვა სიახლეები