• Ƀ/$

"ყველა ქრისტიანს სახლში დარჩენით, დიდი სიკეთის გაკეთება შეუძლია კატოსთვის და მისი მეგობრებისთვის, რომლებსაც დიაბეტი აქვთ"

23 მარტი 15:50 | INTERNET დაიჯესტი

თამარა ალავიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს შვილის, კატოს ფოტოს. გოგონა მალე 6 წლის გახდება. მას დიაბეტი აქვს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის შემთხვევაში ეს რისკჯგუფად მიიჩნევა. თამარა ალავიძის ცნობით, მსგავსი დიაგნოზით საქართველოში კიდევ ათასი ბავშვი მკურნალობს.

"ეს 6 წლის კატოა, რომელსაც ერთი წლის წინ პირველი ტიპის, ინსულინდამოკიდებული დიაბეტი დაუდგინდა. კატოს დიაგნოზით საქართველოში 1000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. მათი მშობლები, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში, ამ ბავშვების ფაქიზი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლისთვის საშიში გარემოებებისგან დასაცავად ვიბრძვით.


კატო და მისი მეგობრები, მათი მგრძნობიარე იმუნური სისტემის გამო, მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან ამ კორონავირუსის პანდემიის ჟამს და ვისაც შვილი/შვილები გყავთ, ალბათ, მიხვდებით რა ტიპის განსაცდელი შეიძლება იყოს ეს ჩვენთვის, მშობლებისთვის.


ეს გოგო სექტემბერში სკოლაში უნდა წავიდეს და ძალიან ელოდება წლევანდელ სექტემბერს, ჩანთის წინასწარ ყიდვა უკვე დამავალა. მიმაჩნია, რომ თითოეულ მართლმორწმუნე ქრისტიანს დღეს დიდი სიკეთის გაკეთება შეუძლია ამ ბავშვების დახმარებით, ძალიან მარტივად, სახლში დარჩენით და დროებით ლოცვის სახლში გაგრძელებით და თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებით – ქრისტე ხომ ყველგანაა, თქვენთან ერთად, თქვენში, სადაც არ უნდა იყოთ. ბავშვების გაფრთხილება და მათი სიცოცხლის გაფრთხილება თუ არაა ქრისტეს გზა და სიყვარული, აბა სხვა რა არის?! კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დარჩით სახლში, ილოცეთ სახლში – კატო და მისი მეგობრები თქვენი სამუდამოდ მადლიერები იქნებიან  #დარჩისახლში #შეუნარჩუნესიცოცხლებავშვებს" - წერს თამარა ალავიძე 


სხვა სიახლეები