• Ƀ/$

როგორ გავზარდოთ გაყიდვები - პოდკასტების სერია გაყიდვების მართვისა და აუთსორსინგ კომპანია “პროსპექტისგან”

27 მარტი 16:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

24 მარტს გაყიდვების მართვის კომპანიამ “პროსპექტი”, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს კომპანიებს გაყიდვების მართვასა და ზრდაში, პირველი პოდკასტი ჩაწერა თემაზე - როგორ ვმართოთ გაყიდვების გუნდი დისტანციურად.

პოდკასტის სტუმარი იყო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორის მოადგილე ვახო კორძაია, რომელმაც ისაუბრა 500 კაციანი გაყიდვების გუნდის დისტანციურ სამუშაო მოდელზე გადაყვანის დეტალებზე, გამოწვევებზე, ტექნიკურ საკითხებზე, სირთულეებსა და დადაბით მხარეებზე.


კომპანია “პროსპექტის” ამ წამოწყების მიზანია, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს განურჩევლად ზომისა თუ ინდუსტრიისაა, გაყიდვების ოპტიმიზაციაში, ეფექტურად მართვასა და ზრდაში:


„ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ორგანიზაციებს, კრიზისის დროს არ შეწყვიტონ მოქმედება, პირიქით, გააგრძელონ მუშაობა, იყვნენ კლიენტებთან შესაბამის კომუნიკაციაში, შექმნან ანტიკრიზისული გეგმა და მზად დახვდნენ იმ გამოწვევებს, რაც კრიზისი შემდგომ შეიძლება იყოს. ჩვენ ჩვენი მხრივ გავაგრძელებთ პოდკასტების სერიას, რომელიც დაფარავს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან თემებს და მიმართულებებს, რომლის ძირითადი ხაზი გაყიდვებზე გავა. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ისეთ თემებზე როგორიცაა:


● კლიენტების შენარჩუნება და ზრდა


● თანამშრომლების მოტივაცია


● პროდუქტიულობა


● ანტიკრიზისულ გეგმა


●  სწორი კომუნიკაცია


●  უძრავი ქონება


●  ტურიზმი და ა.შ.


ჩვენი სტუმრები იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, ტრენერები, ლექტორები, მაღალი რგოლის მენეჯერები და ბიზნესის მფლობელები“, - აცხადებენ „პროსპექტის“ წარმომადგენლები.


პოდკასტების მოსმენა თავდაპირველად Soundcloud-ზე (https://soundcloud.com/prospect-sales) იქნება შესაძლებელი, ხოლო, ნელ-ნელა სხვა პლატფორმებსაც მოიცავს:


„ვაპირებთ, რომ მიმდინარე პერიოდში, კვირის განმავლობაში 2 ახალი სტუმრის პოდკასტი წარვუდგინოთ მსმენელებს, ამით ერთგვარად ვცდილობთ, შევანარჩუნებინოთ კომპანიებს ფორმა და იყვნენ ტონუსში, იმისთვის, რომ კრიზისს თუ შემდგომ სიტუაციას მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ“, - განმარტავენ კომპანიაში.


დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: info@prospect.ge 0322 42 02 01


სხვა სიახლეები