• Ƀ/$

მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

31 მარტი 18:07 | INTERNET დაიჯესტი

"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან საზელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი ნაბიჯია, თუმცა პრობლემას უქმნის უამრავ დაბალხელფასიან ექიმსა და ექთანს, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი - ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით 30 მარტს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.


სხვა სიახლეები