• Ƀ/$

დაგვიცავს თუ არა კორონასგან ნიორი?

2 აპრილი 17:43 | PRESS დაიჯესტი

დღეს მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა ნიორი და მისი სამკურნალო თვისებები. ზოგი ამბობს, ნიორი ამ ახალი "ჭირისგანაც" დაგვიცავსო.

აღნიშნულ საითხთან დაკავშირებით ჟურნალი "თბილისელები" ეზოთერიკოსს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს.


- რისგან იცავს პატრონს ნივრის თილისმა და ამულეტი?


- ძველინდური გადმოცემების თანახმად: "რომ არა მისი სუნი, ნიორი ოქროზე ძვირი ეღირებოდა"... და მართლაც, განა ოქროზე ძვირფასი არ იყო ნივრის თავი, რომელსაც მეომარი გულზე იკიდებდა, რათა სისხლისმღვრელ ბრძოლაში ტყვია არ მიჰკარებოდა. ცნობილია, რომ ნივრის ამულეტის ტარებას მეფეებიც კი არ თაკილობდნენ... და თუ თქვენც მოინდომებთ, მისდიეთ დამზადების გამოცდილ რეცეპტს. მაგალითად, ბედნიერებას მოგიტანთ თილისმა, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: პატარა თეთრი ტომსიკა, რომელშიც ჩადებთ ერთ კბილ ნიორსა და ერთ ღერ ოხრახუშს. ტომსიკა ნაკურთხ წყალში გაავლეთ, გააშრეთ და ყოველთვის თან ატარეთ. მეზღვაურები წარმატებული თევზაობისა და შინ მშვიდობით დაბრუნებისთვის ნივრის გალას გემზე კიდებდნენ. ასევე, ძველი დროიდან მოდის ჩვეულება, რომ ჭირისა და მსგავსი გადამდები ინფექციის მსხვერპლი არ გახდე, მთელი ტანი ნივრის კბილით უნდა დაიზილო და შემდეგ ის მდინარეში გადააგდო. სახლისა და ოჯახის დასაცავად ნივრის გალებს კარსა და ფანჯრებზე კიდებენ. დაცულ სახლში ბავშვებსაც რომ მშვიდად ეძინოთ, მათ ბალიშის ქვეშ თითო კბილი ნიორი ამოუდეთ. თუ ძილში კოშმარები გაწუხებთ, საწოლის თავი ნივრის აცმებით მორთეთ. ჰეპატიტი და სიყვითლე არ შეგეყრებათ, თუ ნივრის 13-კბილიან აცმას ყელზე შეიბამთ და 13 დღის განმავლობაში ატარებთ. იგივე "მძივი" გიხსნით ნაწლავური პარაზიტერბისგანაც. ზოგჯერ კი ჯიბით მხოლოდ ერთი კბილი ნივრის ტარებაც საკმარისია. ეს მარტივი საშუალება ამძაფრებს ათვისების უნარსა და ეროტიკული სიამოვნების განცდას.


- ნიორი ვამპირებისგან დამცავი საშუალებააო და ენერგეტიკულ ვამპირებსაც ეხება ეს?


- დასავლურ კულტურაში ვამპირია არსება, რომელიც იკვებება რა სხვისი სასიცოცხლო ენერგიით, როგორც წესი, სწოვს მას სისხლს, რაც საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება. ღამით ვამპირი იქცევა ღამურად და სანადიროდ გამოდის. ევროპაში ყველაზე პოპულარულია ამბები ვამპირებზე, რომლებადაც ადამიანები სიკვდილის შემდეგ გადაიქცევიან ხოლმე. სისხლი კი სასიცოცხლო ძალების სიმბოლო და სულის "ნავსაყუდელია". მიუხედავად იმისა, რომ ისტორიები ვამპირთა შესახებ არაერთ საუკუნეს ითვლის, ფართო საზოგადოებისთვის ძირითად წყაროდ მაინც სტოკერის რომანი "დრაკულა" რჩება, რომელშიც გაცოცხლებული უძველესი ლეგენდის თანახმადაც, ნიორი ვამპირებისგან თავდაცვის ძირითადი საშუალებაა. ნიორი ისეთ წინაღობას ქმნის, მისი დაძლევა ვამპირის ძალებს აღემატება, რაც იგივენაირად მოქმედებს ენერგეტიკული ვამპირის შემთხვევაშიც.


- ნიორი ხალხურ მედიცინაში...


- ნიორი ყველა დროში შეუცვლელი სამკურნალო საშუალება იყო - ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ჭრილობებისა და პნევმონიის სამკურნალოდ. არ არსებობს სხვა ბუნებრივი პრეპარატი, რომელიც ერთდროულად ასე უბრალო და ეფექტურია. ჩვენს ქვეყანაში ცნობები ნივრის სამკურნალო თვისებებისა და მისი მოხმარების შესახებ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მისი წვენი საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაა და პირველი მსოფლიო ომის დროს სწორედ ამ წვენის წყლიან ნარევს იყენებდნენ ჩირქოვანი ჭრილობების მოსაშუშებლად. მიუხედავად თანამედროვე ფარმაკოლოგიის პროგრესისა, ნიორი არ ჩქარობს, დათმოს პოზიციები და დღესაც უამრავი დაავადების სამკურანალო პრეპატატი სწორედ მის ექსტრაქტებზე მზადდება. ასე რომ, უნდა ვენდოთ უძველეს წყაროებს, რომელთა მტკიცებითაც, ნივრის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიკეთოდ.


სხვა სიახლეები