• Ƀ/$

"ადამიანები, რომლებიც ღამით, ეკლესიაში იყვნენ, თუ თვითიზოლაციაში გადავლენ, საფრთხეს ნულამდე დაიყვანენ"

19 აპრილი 11:31 | INTERNET დაიჯესტი

ადამიანები, რომლებიც დღეს ღამეს ეკლესიაში ათევენ, თვითიზოლაციაში თუ გადავლენ, საფრთხეს ნულამდე დაიყვანენ. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, ეს ადამიანები ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, რადგან მათ მანამდე მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს და მაინც წავიდნენ ეკლესიებში.

ამის შესახებ ინფქციონისტმა „რუსთავი 2“ - ის ეთერში განაცხადა.


"ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ ეკლესიაში, არ მგონია, რომ ახლა, მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში.


მე მაინც ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი. კადრებში, რაც ვნახე, არის მცდელობა, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, იდეალური დაცვა არაა, მაგრამ მცდელობა არის დისტანციის დაცვისა და მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


საქართველოში კორონავირუსი 388 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.


სხვა სიახლეები