• Ƀ/$

მარინა ენდელაძე: ამ მედიკამენტით 41 წლის ქალი სიკვდილს გამოვტაცეთ ხელიდან

24 აპრილი 00:29 | INTERNET დაიჯესტი

გარდა პლაქვენილისა სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ. მაგალითად, გამოვიყენეთ ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

„41 წლის ქალბატონი გამოვტაცეთ სიკვდილს ამ მედიკამენტით და გადავარჩინეთ. მკურნალობაზე და პლაქვენილის გამოყენებაზე შეიქმნა ერთი ამბავი.


ჯერ ერთი ის მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე უამრავი მასალა შევისწავლეთ, მრავალი ტელეხიდი შედგა და ამის მერე გადაწყდა ამ პრეპარატის გამოყენება, თუმცა რა თქმა უნდა, ყველასთვის პლაქვენილით არ გვიმკურნალია,“- განაცხადა ენდელაძემ.


საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 425-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 111. გარდაიცვალა 5.


სხვა სიახლეები