"შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ხვალიდან გავცემთ მუშაობის გაგრძელების ნებართვებს სამშენებლო კომპანიებსა და სამშენებლო მსალების მწარმოებელ ბიზნესებზე. ასევე ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს ფუნქციონირების აღდგენას",- აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, უწყევტად გაგრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების ინსპექტირება. მუშაობას ხვალიდან ასევე განაახლებს ავტოსარემონტო კომპანიებიც.