• Ƀ/$

პირველად სიმპტომები მედიკოსის მამას გამოუვლინდა - ახალი დეტალები ე. წ საბურთალოს კლასტერზე

30 მაისი 18:51 | INTERNET დაიჯესტი

ე. წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი, მეზობლების ინფორმაციით, პირველად კორონავირუსის სიმპტომები მედიკოსის მამას გამოუვლინდა - მას სიცხე და სისუსტე ჰქონდა.

"კი ექთანია, სად მუშაობს მართლა არ ვიცით, პირველწყარო ჩვენ როგორც ვიცით იყო მამაკაცი, პირველად ეგ ადამიანი გახდა ცუდად, თქვეს, რომ სიცხე ჰქონდა და სისუსტე,"- აცხადებს მეზობელი "რუსთავი 2", - თან.


საბურთალოზე არსებულ კორპუსში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მათი თქმით, მიმდინარეობს პირდაპირი კონტაქტების კვლევა. ადგილზე მივიდნენ ლუგარის ცენტრის თანამშრომლებიც სპეციალური აღჭურვილობით. სავარაუდოდ, საეჭვო პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.


სხვა სიახლეები