• Ƀ/$

ხაშურის შემოვლითი გზა 2020 წელს დასრულდება

8 ნოემბერი 18:49 | ეკონომიკა

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. 

პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაო პროცესის განახლების მიზნით, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე.  წლის ბოლოს  5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას.


ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.


ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია. პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი აშენდება


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა


ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზას ADB დააფინანსებს



სხვა სიახლეები