• Ƀ/$

2020 წელს დამატებით 70 000 აბონენტი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა

13 ნოემბერი 17:54 | ეკონომიკა

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, წყლის პროექტების მიმართულებით 2020 წელს დასრულდება  ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ზუგდიდის, აბაშის, ურეკის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურისა და ჯვრის წყლის სისტემები.


„მომავალ წელს გაგრძელდება ხაშურის, მარნეულის და გუდაურის წყლის პროექტები. ასევე, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა მცირე წყალმომარაგების პროექტების მიმართულებით. ჯამში, დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24- საათიან წყალმომარაგებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მსგავს თემაზე:

მარნეულში 35 000-მდე ადამიანს წყალმომარაგების ხარისხი გაუმჯობესდება


კახა კალაძე: თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა


75 000 მასწავლებელს ხელფასი 100-150 ლარით გაეზრდება



სხვა სიახლეები