• Ƀ/$

წყნეთში სახლის ქირაობა 5 000 დოლარი ღირს - ნახეთ, რას წერს გაოცებული თეა გვასალია

22 ივნისი 00:21 | INTERNET დაიჯესტი

სოციალურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია სტატუს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

,,პუნტა კანა ვისაც გაგიგიათ, ისიც გეცოდინებათ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული საცხოვრებელი ადგილია.


ჰოდა ამ სამოთხეში, 800 კვადრატული სახლი, ხედით ოკეანეზე, რვა საძინებლით, ყველა მათგანს რომ ვერანდა და საკუთარი სააბაზანო აქვს, უზარმაზარი ეზოთი, სადაც 2 აუზი, ერთი დიდი ჯაკუზი და ჩოგბურთის კორტებია, ღობის ერთ მხარეს რომ მაიკლ ჯორდანის ვილაა და მეორე მხრიდან ხულიო იგლესიასი ღიღინებს, თვეში 5 000 დოლარად ქირავდება და წყნეთში, მაგდანას ლურჯას მეზობლად, მჟავანაძის დროს აშენებულ აგარაკში 2 თვეში იგივე თანხა მომთხოვეს"- წერს თეა გვასალია.



სხვა სიახლეები