• Ƀ/$

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 16.7%-ით გაიზარდა, რუსეთიდან 4.5%-ით შემცირდა

15 ნოემბერი 13:41 | ფინანსები

ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით $153 მლნ-მდე (454 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანახმ $58 მლნ-ს მიაღწია, რაც 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით 16.7%-ით მეტია.


$37.8 მლნ-ით რუსეთი პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი შემცირებას განაგრძობს, ის უკვე ჩამოსცდა 25%-იან ზღვარს. იმ ქვენებიდან, საიდანაც $1 მლნ-ზე მეტი თანხა გადმოირიცა რუსეთი ერთადერთია, საიდანაც 4.5%-იანი კლება დაფიქსირდა.


2019 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ $22.5 მლნ (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის ($21.2 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.


მსგავს თემაზე:

როგორ იცვლებოდა ინფლაციის განაკვეთი 1996 წლიდან დღემდე



სხვა სიახლეები