• Ƀ/$

ერდოღანმა რუსულ იარაღზე უარის თქმა გამორიცხა

15 ნოემბერი 17:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთს არ შეუძლია უარი თქვას რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ის შეძენაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-დან გამოფრენის წინ განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსულ იარაღზე უარის თქმა შეუძლებელია, რუსეთთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, მაგრამ ამავდროულად ანკარა მზადაა შეიძინოს ამერიკული Patriot-ის სისტემა.


„ჩვენ ამერიკელებს ვუთხარით, რომ თუ იქნება შესაბამისი პირობების შეთავაზება, მზად ვართ ვიყიდოთ ამერიკული თავდაცვის სისტემა. რუსულ პროდუქციაზე საბოლოო უარის თქმა არღვევს ჩვენს სუვერენულ უფლებებს. ჩვენს უსაფრთხოების სისტემაში S-400-ების არსებობა მნიშვნელოვანია. შევიძენთ ორივე ტიპის იარაღს, რადგან თადაცვის ძალებს ჰქონდეთ დივერსიფიკაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ერდოღანმა.


აშშ ცდილობს თურქეთი დარწმუნებას, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თვითმფრინავების საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად და იგი ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებელია.


თავის მხრივ ანკარა აცხადებს, რომ S-400-ები არ იქნება ნატოს სისტემებთან ინტეგრირებული და ამით საფრთხეს არ შეუქმნის ალიანსს.


სხვა სიახლეები