• Ƀ/$

2021 წლისთვის საქართველოში Wyndham-ის ჯამურად 1300 ნომრიანი 7 ახალი სასტუმრო აშენდება

26 ნოემბერი 16:25, 2019 წელი | კომპანიები

Wyndham Hotels & Resorts-ის ქსელი ფართოვდება. გეგმა 2021 წლისთვის საქართველოში ჯამში 1300 ნომრით 7 ახალი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. 

ახალი სასტუმროები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიხსნება. ქართულ ბაზარზე Wyndham 2016 წელს მხოლოდ ერთი სასტუმროთი გამოჩნდა. მას შემდეგ გაიხსნა Wyndham Grand და Ramada Encore by Windham-ი თბილისში. უახლოესი ორი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 10-მდე სხვადასხვა ბრენდის და სეგმენტის სასტუმროს გახსნას. ბრენდებს შორის იქნება: Wyndham Garden, Ramada, TRYP by Wyndham და ასევე დიზაინზე ორიენტირებული ეკონომკლასის ბრენდი Super 8 by Wyndham.


სასტუმროები, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოში აშენდება


Ramada by Wyndham Tbilisi, საქართველო  – Ramada by Wyndham-ის პირველი სასტუმრო გაიხსნება 2020 წელს თბილისი ცენტრში, მელიქიშვილის პროსპექტზე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რაიონში, რომელიც ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს აკავშირებს. 125-ნომრიანი ეს სასტუმრო ახლოს იქნება ქალაქის მთავარ საკონცერტო დარბაზთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან. სასტუმროში იქნება რესტორანი და ლაუნჯ-ბარი, ზამთრის ბაღი, ფიტნესცენტრი მაღალი დონის აღჭურვილობით და სამი საკონფერენციო დარბაზი.


Ramada by Wyndham Kutaisi, საქართველო – ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში, თეთრ ხიდთან, ქალაქის სავიზიტო ბარათთან, აგებული სასტუმრო, 275 ნომრით, პანორამული ხედებით ბაგრატის ტაძარსა და მდინარე რიონზე, გაიხსნება 2021 წელს. მასში განთავსებული იქნება სამი რესტორანი და ბარი, ასევე 220-კაციანი საბანკეტო დარბაზი, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს შეხვედრების გასამართად და ღონისძიებებისთვის.


კომპანიის შესახებ


Wyndham Hotels & Resorts (NYSE: WH) – ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ფრანშიზერი კომპანია, რომლის მფლობელობაშიც არის 9 200-ზე მეტი სასტუმრო 80-ზე მეტ ქვეყანაში, 6 კონტინენტზე. კომპანია ორიენტირდება უბრალო მოგზაურებზე. მის ქსელში დაახლოებით 822 000 ნომერია.


მსგავს თემაზე:

ბიძინა ივანიშვილი: სასტუმრო "პარაგრაფი" არაორდინალური ექსკლუზივების რაოდენობის გამო $120 მლნ დაჯდა


მსოფლიო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $1.45 ტრლნ-ს მიაღწია


რა ბედი ელის თბილისში შეჩერებულ მშენებლობებს? კალაძემ დეველოპერებს მერიის გეგმა გააცნო



სხვა სიახლეები