• Ƀ/$

მძორი, ბებერი დედაკაცი, ღლექალა და კიდე რა აღარ მიწოდეს - ფსიქოლოგი

29 ივლისი 18:21 | INTERNET დაიჯესტი

ფსიქოლოგი მაია ცირამუა საქართველოში ლგბტ თემის მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ცირამუა აცხადებს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე შვილის მშობლისთვის მიცემული რჩევის გამო აგრესიისა და ბულინგის მსხვერპლი გახდა. 


„მძორი, ბებერი დედაკაცი, ღლექალა და კიდე რა აღარ მიწოდეს იმის გამო, რომ ლგბტქ თემის წევრთა მშობლებს თავისი შვილების სიყვარულისა და მხარდაჭერისკენ მოვუწოდე... წყევლა - კრულვა, გინება... სულაც არ გაკვირვებია ეს დამოკიდებულება, მაგრამ რამდენი რამის გადატანა უწევთ ამ თემის წევრებს კიდევ უფრო ხელშესახები და ცხადი გახდა... ერთმა ისიც მომწერა - შენი შვილი რო იყოს ეგეთი მაშინ როგორ იჭიკჭიკებდიო?!


როგორ და პირველი მე გადავეფარებოდი, რომ თქვენნაირი მორალისტებისგან და სასტიკი ადამიანებისგან დამეცვა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ან ამდენ სიძულვილს სად იტევთ ხალხო?! რამდენი ფსევდოჰუმანისტი გვყოლია თან, ყველა სიკეთესთან ერთად?!“ - წერს ფსიქოლოგი.



სხვა სიახლეები