• Ƀ/$

სვანეთში კარანტინში ბავშვები „წეროები“ და „ჯეირანი“ დისტანციურად თამაშობენ

16 აგვისტო 21:07 | INTERNET დაიჯესტი

ჟურნალისტი ანა მარშანია სვანეთში კარანტინში იმყოფება. ის სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ასახულია თუ როგორ თამაშობენ ბავშვები დისტანციურად სხვადასხვა თამაშს.

„ასეთი სანახაობა მარტო რამდენიმე ადამიანმა არ უნდა ვნახოთ, ამიტომ გიზიარებთ, კარანტინის ბავშვები საკუთარი აივნებიდან, დისტანციურად თამაშობენ „ჯეირანსა“ და „წეროები მიფრინავენ“, - წერს მარშანია.


 



ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 გამოვლენილი შემთხვევის გამო სვანეთი 10 აგვისტოს ჩაიკეტა.



სხვა სიახლეები