• Ƀ/$

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის ტემპი გაორმაგდა

12 დეკემბერი 12:33, 2019 წელი | ანალიტიკა

ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დაბინძურება გრძელდება. ნოემბერში CO2-ის წილმა 1 მლნ-დან 410.27- ნაწილაკს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.25 ერთეულით აღემატება. 

ნახშირორჟანგის წილის ზრდა, გარდა იმისა, რომ ატმოსფეროს აბინძურებს და სასუნთქი ჰაერის ხარისხს აუარესებს, გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზსაც წარმოადგენს. მისი ემისია კი დაჩქარებული ტემპით იზრდება. თუ მაგალითად 1959-1979 წლებში CO2-ის წილი 6.4%-ით, 20 ერთეულით 314-დან 334-მდე გაიზარდა, შემდეგ 20 წელში წილმა კიდევ 32 ერთეულით მოიმატა, რაც 9.6%-ა, ბოლო 20 წელიწადში კი დამატებით 44 ერთეულით რაც უკვე 12%-ზე მეტია. ანუ ბოლო 60 წელიწადში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის ტემპი გაორმაგდა.


ატმოსფეროს დაბინძურება და გლობალური დათბობა, რაც თავის მხრივ მიწების გამოფიტვასა და სასმელის წლის დეფიციტს იწვევს წლიურად 8-10 მლნ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება, რაც ომებში დაღუპულთა რაოდენობას რამდენჯერმე აღემატება. ბოლო 10 წელიწადში გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პრობლემებით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე ორივე მსოფლიო ომში ერთად.


მსგავს თემაზე:

ნახშირორჟანგის ემისია 1900-2018 წლებში 1750%-ით გაიზარდა


ჩინეთი ნახშირის მოხმარებასა და გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს ზრდის



სხვა სიახლეები