• Ƀ/$

რამდენი საათი იხარჯება საშუალოდ საახალწლო სუფრის მოსამზადებლად

2 დეკემბერი 18:09, 2019 წელი | კომპანიები

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. განათებული ქუჩები, საახალწლო რეკლამები, დეკორაციები და ყველა სავაჭრო ცენტრში ჩართული საახალწლო პოპ-სიმღერები ზოგისთვის საჩუქრებთან და სასიამოვნო ეიფორიასთან, უფრო ბევრისთვის კი სამზარეულოში 2-დღიან შრომასთან ასოცირდება.

არაერთხელ დაგვითვლია, თუ რა ჯდება სტანდარტული საახალწლო ქართული სუფრა, მაგრამ დაუთვლია კი ოდესმე ვინმეს, თუ რამდენ საათს ატარებს საახალწლო სუფრაზე პასუხისმგებელი ადამიანი სამზარეულოში იმისთვის, რომ სუფრით ყველამ ისიამოვნოს?


რა დროა საჭირო იმ ძირითადი კერძების მოსამზადებლად, რომელიც ნებისმიერ საახალწლო სუფრაზე შეგვხვდება?


ქართული საახალწლო სუფრის მთავარი კერძი, ცალსახად საცივია. საცივის მომზადება რამდენიმესაფეხურიანი ეტაპია და დიდ შრომას მოითხოვს. ნიგვზის გარჩევა და გატარება, ინდაურის მოხარშვა, შენელება და ხარშვა იქამდე, სანამ გატარებული ნიგოზი ერთიან სტრუქტურად არ იქცევა. ამ კერძის მოსამზადებლად დაახლოებით 2 საათია საჭირო.



სანამ გაზქურაზე საცივის ქვაბია შემოდგმული, ქურაში, დიდი ალბათობით, გოჭიც იწვება. ხორცის დამუშავება, დაჭრა, აჯიკითა და სხვა სანელებლებით შეკმაზვაც არ დავივიწყოთ, ეს აუცილებელია, სანამ ხორცს ქურაში არ შევაწყობთ.



ამ ყველაფრის პარალელურად, როგორც იქნა, მოთუშული კომბოსტოც გაგრილდა და შესაძლებელია ფურცლების ფრთხილად მოცლა, რომ არ დაიშალოს, შემდეგ კი, არანაკლებ შრომატევადი და რუტინული საქმე იწყება: კომბოსტოს ფურცლებში ტოლმისთვის შენელებული ფარშის გახვევა. ამ კერძის მოსამზადებლად საკმარისი დრო 2-3 საათამდე მერყეობს.



ამასობაში სალათებისა და ცივი კერძებისთვისაც მოვიცალეთ. სალათები, ფხალეული, ხაჭაპური, ხორციანი ბლინები, ნიგვზიანი ბადრიჯნები - ეს ყველაფერი ჩამოსათვლელად (და მისართმევადაც!) მარტივია, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი მიაქვთ: მაგალითად, სათითაოდ უნდა გამოაცხო თხელი ბლინები, შებრაწო ბადრიჯნები, მოხარშო და დაჭრა ბოსტნეული... რამდენი დრო სჭირდება ამ ყველაფერს? გააჩნია, რომელი მზარეული რომელ ცივ კერძს მიანიჭებს უპირატესობას, თუმცა, მაგალითად, ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადებას, მიუხედავად იმისა, რომ მისართმევად და სათქმელად მარტივია, დაახლოებით, 2 საათი სჭირდება.



გოზინაყის გაკეთებასაც მთელი რიტუალი სჭირდება. თაფლის სასურველ ტემპერატურამდე გაცხელება ადუღების გარეშე, ნიგვზის მოხალვა და წვრილად და თანაბრად დაჭრა, შემდეგ კი, ერთიანი მასის გაბრტყელება და ლამაზ ფორმებად გამოჭრა ის საქმეა, რომელსაც ზოგიერთი მზარეული ბოლოსთვის იტოვებს ხოლმე და აი, აქ ქრება ენერგიის უკანასკნელი მარაგიც. ახალი წლის ღამეს ოჯახში ყველა გაბრწყინებული და ბედნიერი ეგებება, ოჯახის მთავარი მზარეულებისთვის კი, ალბათ შეკითხვაც არ ღირს.



სწორედ იმიტომ, რომ ეს, ხშირ შემთხვევაში, უხილავი შრომა გაქრეს, „აგროჰაბი“  მომხმარებელს გახსნის დღიდან, უკვე მესამე წელია, სახალისო და მარტივ აქციას სთავაზობს:


ყოველ ახალ წელს, „აგროჰაბის“ სამივე ფილიალში (დიღმის, ჭავჭავაძის და ახლა უკვე ბათუმის) შესაძლებელია სამნაირი ტიპის სუფრის შეკვეთა: სტანდარტული, სამარხვო და ნადიმის.


„აგროჰაბი“, რომელიც გახსნის დღიდან ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიმწოდებლად ითვლება ერთგულ მომხმარებელში, საახალწლო სუფრების შეკვეთებს მარტივად, ვებგვერდის საშუალებით იღებს.



სამარხვო, სტანდარტული და ნადიმი - სამნაირი ტიპის სუფრის გარდა აქ ექსტრა კერძების დამატებაც არის შესაძლებელი ტრადიციული საახალწლო დესერტის ჩათვლით. რაც შეეხება კერძის რაოდენობას, ვებგვერდზე თითოეული კერძის წონა და რაოდენობაა მოცემული.


ასე რომ, ამიერიდან აღარაა აუცილებელი, სამსახურიდან საახალწლო სუფრის საყიდლებზე გავარდნა, შემდეგ კი მთელი ღამე კერძების მომზადება, მით უმეტეს, რომ წელს 30-31 დეკემბერი სამუშაო დღეებია. ამ ყველაფერზე უკვე „აგროჰაბის“ პროფესიონალ მზარეულთა გუნდი ზრუნავს.



თქვენი ერთადერთი საზრუნავი საახალწლო სუფრის ლამაზად გაწყობაა, რომელიც გაცილებით სახალისოა, როცა ოჯახის არც ერთი წევრი დაღლილი არაა.


სხვა სიახლეები