• Ƀ/$

თურქულ-რუსული თანამშრომლობა ხმელთაშუა ზღვის გაზის მოსაპოვებლად?

23 იანვარი 13:13 | ეკონომიკა

თურქეთს რუსეთთან ურთიერთთანამშრომლობა კვიპროსის სანაპირო ზოლზე ბუნებრივი აირის საბადოების განვითარების მიმართულებით სურს.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, კვიპროსის საბადოების განვითარების პროცესში ბერძენი და თურქი კვიპროსელები ერთად უნდა მუშაობდნენ. ჩავუშოღლუს შეფასებით აღნიშნული ჯერ ვერ ხორციელდება იმის გამო, რომ ევროკავშირი მხოლოდ ბერძნული მხარის ინტერესებს იცავს, რადგან ეს სახელმწიფო ევრო-გაერთიანების წევრია.


„ამ მიმართულებით საბურღ და საექსპლუატაციო საქმიანობაში მათ უნდა ისწავლონ ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამის შესახებ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა იმსჯელეს და ვფიქრობ სამომავლოდ ანკარა და მოსკოვი ითანამშრომლებენ ზემოხსენებულ საკითხში“, - დაამატა თურქმა დიპლომატმა.


მსგავს თემაზე:

ჩრდილოეთ კვიპროსი – ცხოვრება დაუსრულებელი კონფლიქტისა და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში


თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის მოძიებას გეგმავს


თურქეთის მასშტაბური წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში


ხმელთაშუა ზღვის ენერგორესურსები - ისრაელი ევროპის ახალი მიმწოდებელი?!


ახლო აღმოსავლეთი 2020: პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზი


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - ზოგადი აღწერა



სხვა სიახლეები