• Ƀ/$

რამდენიმე საიდუმლო ფრანგული სამზარეულოდან

27 იანვარი 12:54 | კომპანიები

ფრანგი მზარეულები ამბობენ, რომ მათი ეროვნული სამზარეულოს სამი მთავარი საიდუმლო ინგრედიენტი არის: კარაქი, კარაქი... და ისევ კარაქი.

მსოფლიოს ერთ-ერთი აღიარებული და ცნობილი შეფი, ჯულია ჩაილდი კი ამბობდა, რომ საკმარისი კარაქით ყველა კერძს აქვს შანსი, გახდეს დიდებული.


თუკი გემოების ექსპერტებს დავუჯერებთ, კარაქი შესანიშნავი კერძის ერთ-ერთი მთავარი და ფინალური აკორდია. ის კარგ კერძს დაუვიწყარ გემოდ აქცევს, ცუდს კი კიდევ ერთ შანსს აძლევს. 


 


რას გვასწავლის შეფი 


კარაქი კერძში პასუხისმგებელია, რომ გემოს სრული სპექტრი, მთელი თავისი სიმდიდრით, წინ წამოსწიოს. ნებისმიერი სოუსის მომზადების ტრადიციული ფრანგული მეთოდის მიხედვით, კარაქის პატარა ცივ ნაჭერს წინასწარ გამზადებულ სოუსში აგდებენ და ჩადნობას აცდიან. გემოს საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თუკი სოუსი ძალიან ცხარე ან მჟავეა, ცივი კარაქის პატარა ნაჭრის დამატებით, მისი გემოს ინტენსივობაც იკლებს.


 


რამდენიმე კერძი, რომლის გემოსაც კარაქი დაუვიწყარს ხდის 


ფრანგი მზარეულები ამბობენ, რომ ნებისმიერი ბოსტნეულის პიურეს გემოს გამდიდრება კარაქის პატარა ნაჭერს და მწიკვ მარილს თავისუფლად შეუძლია. აქვე მოდის პასტაც: თუკი მოხარშულ პასტას ბოლოს პატარა ნაჭერ კარაქს ჩავუმატებთ, ის გაცილებით სრიალა, მყარი და გემრიელი გამოვა. რაღა თქმა უნდა, კარაქში შებრაწული განთქმუი ფრანგული ტოსტი, ჩვენებურად კი, ყიყლიყო, უგემრიელესი საუზმის და დილის დაწყების შესანიშნავი ვარიანტია.


გარდა ამისა, გიცდიათ, კარაქში ხახვის მოთუშვა, რომელსაც თუშვის დროს ერთ ჩაის კოვზ შაქარსაც დაუმატებდით? საქმე ისაა, რომ შაქარი და კარაქი ხახვის კარამელიზაციას უწყობს ხელს, რაც კერძს საბოლოო ჯამში განუმეორებელ გემოს ანიჭებს.


და ბოლოს, კარაქიანი პური, რომლის მირთმევის შემდეგაც, კარაქის მდიდარ გემოს თავიდან ბოლომდე შეიგრძნო.


 


ფრანგი შეფმზარეულების რჩეული კარაქი თბილისში


ფრანგი შეფმზარეულების საყვარელი კარაქი თბილისში, ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში იყიდება. კარაქ „ლურპაკს“ დანიაში, ახალმოწველილი დანიური რძის ნაღებისგან ამზადებენ. (როცა სხვა შემთხვევებში, ძირითადად, რეზერვუარებში დასაწყობებული ნაღებისგან ამზადებენ კარაქს). არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და არ იყინება, რაც ნამდვილი კარაქის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა.


და ბოლოს, თუკი კარაქიანი პურის გემო და სურნელი უკვე იგრძენით, მაგრამ მომატების გეშინიათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: კარაქის გამოყენება წონის მომატებას არ იწვევს. მის შემადგენლობაში არსებული ცხიმოვანი მჟავები იხარჯება ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარებისას. კარაქის გამოყენების შემდეგ ჩნდება დანაყრების შეგრძნება, ეს კი თავიდან გვაცილებს ზედმეტი კალორიების მიღებას.



სხვა სიახლეები