• Ƀ/$

ლარმა ახალი კვირა გაუფასურებით დაიწყო

27 იანვარი 17:07 | ფინანსები

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.74 თეთრი შეადგინა.
 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1914 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1870 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.44 თეთრი შეადგინა.


გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4867 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.7893 ლარი
ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 იანვრიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები