• Ƀ/$

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

27 იანვარი 18:44 | ფინანსები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

მათ შორის 14-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს.


2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 721.8 მლნ ლარით, ანუ 1.6%-ით გაიზარდა და 2020 წლის პირველი იანვრისათვის 47.2 მლრდ ლარი  შეადგინა.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.2%-ია.


სხვა სიახლეები