• Ƀ/$

კორონავირუსი ჩინურ ვირუსოლოგიის ინსტიტუტში წარმოიშვა?!

28 იანვარი 16:20 | ტექნოლოგიები

გლობალურ დონეზე გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის კვალი შესაძლოა ჩინურ ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიასთან მიდიოდეს, რომელიც თავის მხრივ ჩინეთის ფარული ბიოლოგიური იარაღის პროგრამასთან არის კავშირში.

აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Times ებრაელ ე.წ. Biological warfare ანალიტიკოსზე დაყრდნობით ავრცელებს.


გასულ კვირას Radio Free Asia-მ ქალაქ ვუჰანის ტელევიზიის 2015 წელს მომზადებული სიუჟეტი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ჩინეთის მოწინავე ვირუსული კვლევის ლაბორატორია, ცნობილი როგორც „ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი“ (Wuhan Institute of Virology - WIV). ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია ჰუნანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან დაახლოებით 20 მილის მოშორებით მდებარეობს, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის წერტილად არის მიჩნეული. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ან მითითება სწორედ ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებულ ინციდენტის შესახებ. აქვე, აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთი დეკლარირებული ადგილია ჩინეთში, სადაც მომაკვდინებელ ვირუსებთან მუშაობა არის შესაძლებელი.


ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, დანი შოჰამი, რომელიც ჩინეთის ბიო-საომარ შესაძლებლობებს სწავლობდა, აცხადებს, რომ ხსენებული ინსტიტუტი პეკინის ფარული ბიო-იარაღის პროგრამას უკავშირდება.


„ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის გარკვეული ლაბორატორიები ირიბად ჩართულები არიან ჩინური ბიოლოგიური იარაღის კვლევისა და განვითარების მიმართულებით, მაგრამ აღნიშნული ობიექტი პეკინის ბიო-იარაღის ძირითად ობიექტს არ წარმოადგენს“, - განაცხადა შოჰამმა The Washington Times-თან საუბარში.


ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა ორ - სამოქალაქო და სამხედრო გამოკვლევის ნაწილად იყოფა და ამ მიმართულებით საქმიანობა "ნამდვილად ფარულია", - განაცხადა ანალიტიკოსმა.


დანი შოჰამი ფლობს დოქტორის ხარისხს სამედიცინო მიკრობიოლოგიაში. 1971-დან 1991 წლამდე იგი მუშაობდა ისრაელის სამხედრო დაზვერვაში უფროსი ანალიტიკოსის თანამდებობაზე, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში ბიოლოგიური და ქიმიური ომის ანალიზის მიმართულებით.


წარსულში ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე უარყო რაიმე სახის თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღის ფლობა. თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშში ნახსენებია, რომ ჩინეთი შესაძლოა იყოს ჩართული ბიოლოგიური იარაღის შექმნაში.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

კორონავირუსი: ყველაფერი სიმპტომების, ვაქცინისა და რისკების შესახებ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საკითხზე საუბრობს


კორონავირუსმა ნავთობიც დააგდო


როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა ჩინეთისა და მსოფლიო ეკონომიკაზე?


ჩინეთში ახალი iPhone-ს წარმოება კორონავირუსის გამო შესაძლოა გადაიდოს



სხვა სიახლეები