• Ƀ/$

ბანკ რესპუბლიკას აქტივები მილიარდ დოლარს აჭარბებდა და 315 მილონ ლარად გაიყიდა. რატომ ასე იაფად?


პასუხი

კომპანია რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება. ესენია: აქტივების ღირებულება, კაპიტალიზაცია, შემოსავლები, წმინდა მოგება, ბრენდის ღირებულება. კომპანიის ღირებულება კაპიტალიზაციით განისაზღვრება. კაპიიტალიზაცია ესაა ყველა აქციის ჯამი. მასში შედის ყველა ფულადი და არაფულადი აქტივი, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ავტომობილები, ლიცენზიის საფასური, ბრენდის ღირებულება. ბანკის შემთხვევაში კი აქტივები ყოველთვის აჭარბებს კაპიტალიზაციას, რადგან ბანკისთვის მთავარი აქტივი გაცემული სესხია, რომლის დაბრუნებასაც ელის, მაგრამ აქტივებს დეპოზიტების სახით ვალდებულებები აბალანსებს. მაგალითად Bank of America-ს აქტივები $2.2 ტრლნ-ს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი მხოლოდ 232 მილიარდი დოლარი. ამის საპირისპიროდ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიის აქტივები როგორიცაა AMAZON 86 მილიარდია, კაპიტალიზაცია კი 9-ჯერ მეტი $778 მლრდ. „ბანკ რესპუბლიკას“ აქტივებიც სხვა ბანკების მსგავსად მის კაპიტალიზაციას აღემატებოდა.