• Ƀ/$

თურქეთმა კვიპროსის საბადოებისთვისაც მოიცალა. მოხდება თუ არა კუნძულის სრული ანექსია?

23 თებერვალი 13:42, 2018 წელი | ანალიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კვიპროსი გააფრთხილა, არ გადალახოს წითელი ხაზები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში.

ამის შესახებ ერდოღანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კვიპროსელმა ბერძენმა თურქი სამხედროების მიერ გაზის იტალიური საზღვაო ჭაბურღილებს ბლოკადა მოუწყეს.


თურქეთი, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს ნაკრებად იყენებს კვიპროსთან მიმართებაში, აცხადებს, რომ კუნძულის ოფშორული სანაპირო ზონის რაღაც ნაწილი თურქეთის ან კვიპროსელი თურქების იურისდიქციაშია, რითაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ოფშორულ რესურსებთან დაკავშირებით დაძაბულობას ამძაფრებს.


ერდოღანმა თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას პარლამენტში განაცხადა, რომ სამხედრო გაერთიანებები და უსაფრთხოების თანამშრომლები თვალს ადევნებენ რეგიონში მიმდინარე ყველა მოვლენას და მოქმედებენ ინსტრუქციით, რომელიც ყველა ზომების მიღებას ითვალისწნებს, საჭიროების დადგომის შემთხვევაში.


ამ რეპლიკის საპასუხოდ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა კომენტარი არ გააკეთა და უბრალოდ განაცხადა, რომ  არ არსებობს შეშფოთების საფუძველი.


ლიბანის და ისრაელის ჩათვლით, კვიპროსი ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ბუნებრივ გაზს მოიპოვებს.


ბერძენი კვიპროსელები საერთაშორისოდ აღიარებულ კვიპროსის მთავრობას ემხრობიან, მაშინ როცა თურქი კვიპროსელები კვიპროსთან განხეთქილებაში მყოფ ჩრდილოეთში არიან დასახლებულნი, რომელსაც მხოლოდ ანკარა აღიარებს. ისინი აცხადებენ, რომ კუნძულის გარშემო არსებული რესურსები მათაც ეკუთვნით. კვიპროსი 1974 წელს გაიხლიჩა თურქული ანექსიის შედეგად.


იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საზღვაო ჭაბურღილები იყო განთავსებული, თურქი კვიპროსელებიც აცხადებენ პრეტენზიას. თურქეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ნავთობის კომპანია ასევე გეგმავს, რომ კვიპროსის ამ ტერიტორიაზე მოიძიოს ნავთობი. ეს ტერიტორია ეთნიკურადაა დაყოფილი ბერძენ და თურქ კვიპროსელებს შორის.


გამოუვალი მდგომარეობა



გაზისა და ნავთობის ინდუსტრიის მოიჯარე იტალიური კომპანიის, საიპემის (Saipem) (რომელსაც კონტრაქტები აქვს იტალიის სახელმწიფოს კონტროლირებად ნავთობკომპანია ენი-სთან (Eni)) ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მათი ჭაბურღილი თურქულმა ხომალდებმა შეაჩერეს, მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების მიმდინარეობის მოტივით.


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ მის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს განუცხადა, რომ მას სურდა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის ალტერნატივები მოესმინა. ორივე პოლიტიკოსი შეთანხმდა, რომ ენერგეტიკის სფეროში სამომავლო პროექტებისათვის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს შეინარჩუნებენ.


ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირმა თურქეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც დააზიანებს ევროკავშირის წევრ ქვეყანას და პატივი სცეს მათ ტერიტორიულ სუვერენიტეტს.


ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 2016 წლის თურქეთის აჯანყების შემდგომ დაიძაბა, როცა ევროკავშირმა ჩახშობილი აჯანყების შემდგომ, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააპროტესტა.


თუმცა, ევროპული ქვეყნები თურქეთს კვლავ განიხილავენ, როგორც ნატოს მოკავშირეს, რომელიც ეფექტიან ბუფერულ ზონას ქმნის სირიელი და სხვა ლტოლვილების ევროპაში დიდი რაოდენობით გადინების შესაკავებლად. სწორედ ამიტომ ისინი თავს არიდებენ ერდოღანის გაღიზიანებას, რადგანაც იმედოვნებენ, რომ თურქეთში საკმაო თანხებს გაიღებენ სირიელი მიგრანტებისთვის.


სხვა სიახლეები