• Ƀ/$

ბნელი ენერგიის კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

3 მარტი 13:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ბნელი ენერგიის შემდგომ კვლევას ბუნდოვანი მომავალი გააჩნია. ტრამპის ადმინისტრაცია პრიორიტეტს მთვარეზე პილოტირებული მისიების დაბრუნებას ანიჭებს. ასტრონომები პრეზიდენტის სურვილს პოპულიზმად რაცხავენ. 

ბიუჯეტის ახალი პროექტის თანახმად WFIRST-ის პროექტს დაფინანსება უწყდება. WFIRST ესაა კოსმოსური ტელესკოპი რომლის გაშვებაც 20-იან წლებში იგეგმებოდა, მის მიზანს სამყაროს გაფართოება და ბნელი ენერგიის შესწავლა წარმოადგენს, ბიუჯეტი $3.2 მლრდ.



ხილული სამყაროს მასა რომელიც მოიცავს ასობით მილიარდ გალქტიკას, თითიოეული გალაქტიკა თავის მხრივს 100-200 მილიარდ ვარსკვლავს, ნეიტრონულ ვარკვლავებს, შავ ხვრელებს, პლანეტებს, ასტეროიდებს მთელი სამყაროს მასის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. დარჩენილი მასიდან 27%-ს ბნელი მატერია წარმოადგენს, 69%-ს კი ბნელი ენერგია.


ბნელი ენერგიის შესახებ ჰიპოთეზა მხოლოდ XX საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა, როდესაც სამყაროს აჩქარებული გაფართოება დადგინდა. ამჟამად, სამყაროს დიამეტრად მიჩნეულია სივრცე ზომით 156-550 მილიარდი სინათლის წელი. (1 სინათლის წელი 9.46 ტრილიონ კილომეტრს უდრის). ბნელი ენერგია კოსმოსის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებადშესწავლილ სფეროს განეკუთვნება. მისი კვლევა საკმაოდ ძვირია და მსგავსი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოდ მდიდარი სახელმწიფოები აძლევენ.


რაც შეეხება კოსმოსურ ტელესკოპებს, მისი ისტორია 1990 წელს ჰაბლით იწყება. ტელეკოპმა ატმოსფერული ბარიერის დაძლევის გამო, შეუდარებლად უფრო მაღალი ხარისხის ფოტოების გადმოსცა, თუმცა იქამდე "კოსმოსური ხელოსნების" გაგზავნა და მთავარი სარკის ზედაპირის თმის ღერის სისქის 1/50-ით "მოქლიბვა" გახდა საჭირო.



2004 წელს გამა გამოსხივების საკვლევად SWIFT-ის ტელეკოპი გააგზავნეს კოსმოსში.



2009 წელს, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ირმის ნახტომი შესასწავლად და ეგზოპლანეტების გამოსავლენად კოსმოსში კეპლერის ტელესკოპი გაუშვეს. 2009 წლამდე აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა რიცხვი 100-ს არ აღემატებოდა ამჟამად 3700-ს აჭარბებს.


 


2019 წელს ჯეიმს ვების ტელეკოპსაც ერგება კოსმოსში ყოფნის პატივი. ტელესკოპის მიზანს სამყაროს ევოლუციისა და ადრეული ვარსკვლავების კვლევა წარმოადგენს. 



საბოლოოდ რას მიენიჭიბა უპირატესობა, მთვარეზე დაბრუნებას თუ ბნელი ენერგიი კვლევას ტრამპზე, მის ადმინისტრაციაზე და კონგრესზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მაინც NASA-ს ბიუჯეტია, რომელიც ცივი ომის დროს, აპოლოს მისიის მზადებისას ფედერალური ბიუჯეტის 4.5%-ს შეადგენდა, ახლა 0.5%-ზე ნაკლებია. მისი გაზრდის შემთხვევაში ორივე პროექტის დაფინანსება ხდება შესაძლებელი.


მსგავს თემაზე:

ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


მასკმა ინტერნეტის გამავცელებელი სატელიტი კოსმოსში გაუშვა


კაცობრიობა დაახლოებით 20 წელიწადში შეძლებს მარსის ათვისებას


ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ



სხვა სიახლეები