• Ƀ/$

ახალი ზელანდია ყოველწლიურად 100 მილიონი ხის დარგვას გეგმავს

6 აპრილი 13:11, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ეკოლოგიური გარემოს გასაჯანსაღებლად ახალმა ზელანდიამ საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა მიზნად, რაც ყოველწიურად 100 მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს.

ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯეიდა არდენრის გეგმები მხოლოდ ხეების დარგვით არ შემოიფარგლება. მას სურს, რომ 2050 წლისთვის მავნე აირების ემისია 0-მდე შეამციროს. გეგმა თავისთავად გულისხმობს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას და მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას. 


ახალი ზელანდიის მიზანი ამბიციურია, მაგრამ არა მიუღწეველი. მოხმარებული ელექტროენერგიის 81% ისედაც განახლებადი წყაროებისგანაა მიღებული. 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 38 ელექტრომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს მათმა გაყიდვებმა 5400-ს მიაღწია. 


ამჟამად ახალი ზელანდიის ტერიტორიის 32% ტყითაა დაფარული. ჟურნალ NATURE-ს ინფორმაციით ზელანდიაში 11.5 მილიარდი ხეა. თუ პრემიერის გეგმა შესრულდა ამ ოდენობას 2050 წლამდე კიდევ 3.2 მილიარდი ხე შეემატება. 


მონდომებისა და ქვეყნის განვითარების დონის გათვალისწინებით (შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $40 000 და ადამიანური განვითარრბის ინდექსით მე-12 ადგილი) უელინგტონში იმედოვნებენ, რომ დასახულ მიზანს მიაღწევენ.  


მსგავს თემაზე:

ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


ჩინეთი ტყის მასივს, საქართველოს ტოლი ფართობით ზრდის


განახლებადი ენერგიის წარმოებაში ჩინეთი, აშშ და ინდოეთი წინაურდებიან


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ



სხვა სიახლეები