• Ƀ/$

ინფრასტრუქტურაში 2 მლრდ–ის ინვესტიცია განხორციელდება

20 თებერვალი 13:25, 2019 წელი | ეკონომიკა

საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2019 წელს 2 მლრდ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

,,სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება. 2019 წელს დაგეგმილია 20%-იანი ზრდა და 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ,,მინისტრის საათზე“ გამოსვლისას.


მისივე თქმით, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვისებამ 1 მლრდ 662 მლნ ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში დასრულდა და მიმდინარეობდა 1200-ზე მეტი პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში.


საქვეუწყებო დაწესებულებების მიხედვით, გაერთიანებული წყლის კომპანიის ბიუჯეტი 31%-ით არის გაზრდილი და წელს 218 მლნ ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსება გაზრდილია 46%-ით და 400 მლნ ლარზე მეტია. ყველაზე მოცულობითია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი და 1.302 მლნ ლარს უტოლდება, გასამმაგებულია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ბიუჯეტი და წელს იგი 39 მლნ ლარია.


საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის - „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.


სხვა სიახლეები