• Ƀ/$

TOP 3 ყველაზე სწრაფი ავტომობილი

14 აპრილი 07:00 | ტექნოლოგიები

სტანდარტული სერიული ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე 220-260 კმ/სთ-ს ფარგელებში მერყეობს, თუმცა სპორტული სუპერქარების შემთხვევაში სიჩქრეები 400 კმ/სთ-ს სცდება და მაშინაც ელექტრონულად იზღუდება.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით შეზღუდული ოდენობის, მაგრამ მაინც სერიული წარმოების ავტომობილებიდან სისწრაფით მე-ს ადგილს Bugatti Veyron იკავებს რომელსაც 403 კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია, ხოლო მისი Supper Sport ვერსიას 431 კმ/სთ-ის. 8.0 ძრავის მქონე ავტომობილს 1200 ცხენის ძალა გააჩნია 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 2.4 წამში კრებს და მისი ღირებულება $2.5 მლნ-დან იწყება.


 


სიაში მეორე ადგილს Hennessey venom GT იკავებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 435 კმ/სთ-ს აღწევს, თუმცა 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 0.4 წამით მეტს 2.8 წამს ანდომებს. ავტომობილის ძრავა 7.0-იანი მოცულობისაა და 1244 ცხენის ძალას ავითარებს.



პირველი ადგილი კი Koenigsegg Agera-ს ერგო. გარდა იმისა, რომ ის 458 კმ/სთ-ს ავითარებს რაც 127 მეტრ/წამ-ს უდრის, 0-დან 300 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 11.7 წამს ანდომებს რაც ასევე რეკორდია.



მსგავს თემაზე:

პეკინიდან ნიუ-იორკამდე 1 ფილმის საყურებელ დროში


მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე


Symphony of the Seas 6680 მგზავრსა და ეკიპაჟის 2200 წევრზე გათვლილი ხომალდი


ბუგატმა $12.5 მლნ-იანი ჰიპერქარი წარადგინა



სხვა სიახლეები