• Ƀ/$

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლდარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

20 მაისი 15:17, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლეს რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო. 

მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.


უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.


ზელენსკიმ 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილი პრეზიდენტი (2014-2019) პიოტრ პოროშენლო დაამარცხა, მან ხმათა 73.22% მიიღო. ზელენსკიმ ინაუგურაციის დღესვე საკანონმდებლო ორგანო - რადა, ვადაზე ადრე დაითხოვა.


მსგავს თემაზე:

რუსეთმა უკრაინას ნავთობი გადაუკეტა


უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა



სხვა სიახლეები