• Ƀ/$

ჭიათურა 24 საათინ წყალომამარაგებაზე დეკემბრიდან გადავა

21 მაისი 11:34 | ეკონომიკა

ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის განახლების სამუშაოები გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც ქალაქს წყალი გრაფიკის გარეშე უწყვეტად მიეწოდება. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა  სრულიად ახალი წყლის სათავე ნაგებობა,  წყლის შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები.  აშენდება საქლორატორო სადგური. სამუშაოები ითვალისწინებს წყალმომარაგების  გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარი.


სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ქალაქში არსებული წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და 20 000-მდ ადგილობრივი  24 საათიანი წყალმომარაგებით  ისარგებლებს.


პროექტს 36.6 მლნ ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულება.


მსგავს თემაზე:

წყალმომარაგების სექტორში 900 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება


მარნეულში წყალმომარაგების სამუშაოები 2021 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები