• Ƀ/$

ახალი მწვანე ავტობუსი კოტე აფხაზის ქუჩაზეც იმოძრავებს

29 მაისი 14:08 | ეკონომიკა

ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები 29 მაისიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. 

აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა.


უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 - ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს.


ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა.


როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.


მსგავს თემაზე:

თბილისის მეტროში 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი გამოიცვლება


MAN-ის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ


ლილომდე და რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს


თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება


თბილისის მერის მოადგილე ISUZU-ს ავტობუსების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო



სხვა სიახლეები