• Ƀ/$

რუსთავში ახალი გაზგამანაწილებელი სადგური აშენდება

3 ივნისი 16:48 | ეკონომიკა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რუსთავში  გაზგამანაწილებელ ახალ სადგურს აშენებს.

გაზგამანაწილებელ სადგურს, ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია“Forain Srl“ ასრულებს.


ახალი სადგური ქალაქ რუსთავის მოსახლეობისა  და იქ   არსებული სხვა მსხვილი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობის და საიმედოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.


რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება  გაზის განაწილების, ფილტრაციის და რედუცირების საკითხებიც.


რუსთავში  გაზგამანაწილებელი  ახალ სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.


მსგავს თემაზე:

გაზიფიცირებულ აბონენტთა რიცხვი 1.3 მლნ-მდე გაიზრდება


ანკარა ირანულ გაზზე უარს ამბობს?



სხვა სიახლეები