• Ƀ/$

ციფრული ვალუტები გაუფასურდა

4 ივნისი 14:01 | კრიპტოეკონომიკა

ციფრული ვალუტების გაუფასურდა. ბოლო 24 საათში ბიტკოინმა ღირებულების 6.7% დაკარგა და ბოლო 10 დღის განმავლობაში $8000-იან ნიშნულს პირველად ჩამოსცდა.

ბიტკოინის გარდა გაუფასურდა თითქმის ყველა სხვა კრიპტოვალუტა. ეთერიუმი $246 ღირს, რაც 1 დღის წინანდელზე 6.5%-ით ნაკლებია. 7-7 პროცენტით გაიაფდა რიპლი და ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი და ეოსი კი 8 და 10 პროცენტით.


$15 მლრდ-ით 268-დან 253 მლრდ დოლარამდე შემცირდა კრიპტობაზრის ჯამური კაპიტალიზაციაც.


ვარდნის მიუხედავად ბიტკოინის ფასი 1 თვის წინანდელს $2300-ით, კრიპტობაზრის ჯამური კაპიტალიზაცია კი $70 მლრდ-ითაა გაზრდილი.


სხვა სიახლეები