• Ƀ/$

ლილოს ბაზრობაზე მასშტაბური ხანძარია

7 ივნისი 00:09 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ლილოში, ე. წ. ჩინელების ბაზრობაზე მასშტაბური ხანძარია. დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაშველო სამსახურის ცნოიბით, დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ფეხსაცმელების მაღაზიაში გაჩნდა, საიდანაც სხვა მაღაზიებზე გავრცელდა.


ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.


ადგილზე ჩინელი მოვაჭრეებიც არიან მობილიზებული, რომელთაც იმ მაღაზიებიდან გააქვთ საქონელი, რომლებზეც ჯერ ხანძარი არ გავრცელებულა.


ხანძრის შედეგად დაშავებული და დაღუპული, სამაშველო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, არ არის.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი