• Ƀ/$

ბათუმი მსოფლიო ტურისტული "ოსკარის" მფლობელი გახდა

9 ივნისი 01:06 | ეკონომიკა

ბათუმი World Travel Awards-ის ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მფლობელია. ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ტურიზმის ოსკარი ჩვენია! დიახ, ჩვენ ეს შევძელით!!! ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ შთამბეჭდავ შედეგს, რომლის გამოც ყოველთვის ამაყები ვიქნებით!!! ბათუმი დღეს უკვე ღირსეულად დგას ევროპის თუ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, ბათუმით მსოფლიო მასმედიის საუკეთესო წარმომადგენლები ინტესესდებიან. ჩვენი უცხოელი კოლეგები შეხვედრისას ხშირად გვთხოვენ გავუმხილოთ ის საიდუმლო რისი მეშვეობითაც ბათუმი და აჭარა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მყარად იკავებს ლიდერ პოზიციებს. ძალინ მეამაყება, რადგან წარმატების რეცეპტი ტურიზმის დეპარტამენტის უკლებლივ ყველა თანამშრომლის წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომაა. ძალიან გამიმართლა,რომ სწორედ ასეთი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების გვერდით მიწევდა და მიწევს მუშაობა. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად, თითქმის შეუძლებელი შევძელით,ეს არ ყოფილა მარტივი და მაგრამ მიზანი გვაქვს საკმაოდ მკაფიოდ გაცნობიერებული - ბათუმი,აჭარა და შესაბამსად საქართველო, გავხადოთ მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება მსოფლიო რუკაზე. ამ მიზნისკენ უკვე მყარი ნაბიჯებით მივიწევთ, გვაქვს მთავრობის უდიდესი მხადაჭერა და ასევე უმნიშვნელოვანესი - საზოგადოების და ტურიზმში ჩართული კერძო სექტორის ნდობა. დღევანდელ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მათაც დამსახურებულად მიუძღვით. მადლობა ყველას შრომისთვის, თავდადებისთვის, მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.


გილოცავთ!!! ყველას გილოცავთ, ვისთვისაც ძვირფასია ბათუმის,აჭარის და საქართველოს წარმატება!!! 


და ბოლოს - გილოცავ სულხან ღლონტი რომ არა შენი ენთუზიაზმი, ნიჭიერება, სტრატეგია, მიზანდასახულობა და საქმისადმი უზომო სიყვარული და პატრიოტიზმი დღეს ჩვენ ასეთი ლაღები არ ვიქნებოდით. მადლობა ამ სიხარულისთვის!", - წერს თამარ კაიკაციშვილი.


მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტები სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია) იყვნენ.


28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards. com/vote შეეძლო.


,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.


დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.


სხვა სიახლეები