• Ƀ/$

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

17 ივნისი 16:46 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება. მამუკა ბახტაძის შეფასებით, პროექტი ეროვნული იდეის,განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.


„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერსგანათლების სისტემის რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენსძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკიყოველწლიურად ყველა ქვეყანაში ზომავს ადამიანური კაპიტალის ინდექსს. ეს პირდაპირ კავშირშია 21-ე საუკუნეში საქართველოს კონკურენტუნარიანობასთან. ჩვენ ამ კუთხითაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის ზრდაში დაგვეხმარება.


„პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელიგანათლების დაწესებულებები. პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მთიან რეგიონებსა დასოფლებში, მათ შორის ცალკე პროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად“,- განაცხადამამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.


 


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს


მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმას მხარს უჭერს



სხვა სიახლეები