• Ƀ/$

BIA FORUM 2019-ის მონაწილეებს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების სტრატეგია გააცნეს

19 ივნისი 17:44 | ეკონომიკა

ავიაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეგიონულ ინდუსტრიულ ჰაბებსა და გამოწვევებზე ისაუბრა ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმის პანელზე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

სასტუმრო ,,ბილტმორში“ მიმდინარე BIA FORUM 2019 საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყნის ბიზნესგარემოს 15 ზე მეტი ქვეყნის 500 მდე დელეგატი ეცნობა.


ფორუმის მიზანს წარმოადგენს რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვა და მეწარმეებისთვის ფინანსირების ხელმისაწვდომი წყაროების გაცნობა.


,,ფორუმზე საზოგადოებას გავაცანით ის ამბიციური გეგმები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ავიაციის განვითარების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც გაგვაჩნია კონკრეტულად ქუთაისში, რათა ვაქციოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი შეთავაზების ცენტრად, არამარტო საქართველოს მოქალაქეებისათვის,  ამავდროულად რეგიონის მოსახლეობას მეტი საშუალება ჰქონდეს იმოგზაუროს ევროკავშირის მიმართულებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ექნება პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი და ამავდროულად განავითარებს ტურიზმს ჩვენს ქვეყანაში,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი წელს უკვე მეოთხედ იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.


მსგავს თემაზე:

საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილების პირველი პროდუქცია „Boeing“-მა შეისყიდა


5 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.91 მლნ მგზავრს მიაღწია


ზღვაში ჩაძირული თვითმფრინავი - ახალი სანახაობა ტურისტებისთვის



სხვა სიახლეები