• Ƀ/$

საქართველოს ეკონომიკა რუსი ტურისტების გარეშე - რა იქნება ზარალი?

27 ივნისი 13:40 | ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების პირობებში ქვეყნის ეკონომიკის ზარალს აფასებს.

 

მისი განცხადებით 2019 წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით $200-$300 მლნ-მდე ზარალს მიიღებს.


"ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, I კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ($207 მლნ-ით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.


საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-15 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა”,- ნათქვამია განცხადებაში.


სხვა სიახლეები