• Ƀ/$

ირანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აფეთქდა, „შავი ოქრო“ მკვეთრად ძვირდება

1 ივლისი 11:44 | ეკონომიკა

ერთი ადამიანი დაიღუპა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც ირანის დასავლეთ ნაწილში, სამრეწველო ქალაქ ფორამანში მდებარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს.


სააგენტოს მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი. აფეთქების მიზეზები ჯერ დაუდგენელია. ხანძარს მაშველები დილიდან ებრძვიან.


ამ ფონზე, თუმცა სხვამიზეზებით, ნავთობის ფასი 2%–ზე მეტით იზრდება – ტრეიდერები იმედოვნებენ, რომ OPEC+ ფორმატის წევრები 1–2 ივლისის შეხვედრაზე ნავთობმოპოვების შეზღუდვის გახანგრძლივებას დაუჭერენ მხარს.


Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, სექტემბერში მიწოდების პირობით, ლონდონის ბირჟაზე ამ დროისთვის 2,46%–ით არის გაზრდილი და ბარელი $66,33 ღირს. პარასკევის სესიაზე ამ მარკის ნავთობის ფასი 1,42%–ით შემცირდა და $64,74–ს შეადგენდა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 2,45%–ით გაიზარდა და ბარელი $59,9–ად ივაჭრება.


სხვა სიახლეები