• Ƀ/$

შინამეურნეობებმა 2018 წელს 222 მლნ ტონა წყალი მოიხმარეს

1 ივლისი 13:59 | ეკონომიკა

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 22 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 221.9 მილიონი ტონა შეადგინა.

აღნიშნული 0.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.45 მილიონი შეადგინა (65.8 %), რაც 0.2%-ითაღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.


2018 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 1.81 მილიონი (48.6 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.6 პროცენტით და 1.34 მილიონს (36.0 %) მიაღწია.



 


სხვა სიახლეები