• Ƀ/$

უკრაინამ აშშ-სგან ნავთობი იყიდა

8 ივლისი 10:43, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობის შეძენა და გადამუშავება დაიწყო. ექსპერტები ამას რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემდეგ ნაბიჯად აფასებენ. თუმცა, მათი განცხადებით, პირველი შენაძენის ოდენობა დეფიციტს ვერ შეავსებს.

ნავთობის პირველი პარტია ოდესაში გადმოიტვირთა.


Bakken კლასის ნავთობის პაკეტი უკრაინის ყველაზე მსხვილმა ნავთობის გადამამუშავებელმა კომპანია „უკრტატნაფტმა“ შეიძინა, რომლის წარმოების მოცულობა წელიწადში 18.6 მლნ ტონაა.


გადმოტვირთვის შემდეგ, ნედლეულის ტრანსპორტირება და გადამუშავება კრემენჩუგის ქარხანაში მოხდება.


ტრანზაქციის ოდენობა არ გასაჯაროებულა, თუმცა,  აშშ-ს ენერგეტიკის სააგენტოს თანახმად, Bakken კლასის ნავთობის ფასი $61.16-ია.


სხვა სიახლეები