• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

9 ივლისი 13:40 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 9 ივლისს, 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა  სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  93 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.690 პროცენტით, მაქსიმალური 6.710 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.699 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 6.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


იმავე დღეს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  37 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური 6.670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.606 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები