• Ƀ/$

ახალციხე ბათუმს ახალი ელექტროგადამცემი ხაზით დაუკავშირდება

19 ივლისი 11:32 | ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელ 52 კმ სიგრძის მაღალი ძაბვის ელქტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი მოიცავს მაღალი ძაბვის ორჯაჭვა 220 კვ. ეგხ-ის მშენებლობას მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი 500/400/220კვ ქვესადგურიდან „ახალციხე“ 220კვ. ქვესადგურამდე „ბათუმი“.


ხაზი ასევე დააკავშირებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს „შუახევიჰესს" (185 მგვტ „სხალთაჰესთან" ერთად) და „კორომხეთიჰესს" (150 მგვტ) საქართველოს ენერგოსისტემასთან. დაახლოებით 142 კმ სიგრძის გადამცემი ხაზი აშენდება ორ ეტაპად; პირველ ეტაპზე განხორციელდება „შუახევიჰესის" დაკავშირება ბათუმის ქვესადგურთან, დაახლოებით 52 კმ სიგრძის მონაკვეთით, ხოლო მეორე ეტაპზე „შუახევიჰესი" დაუკავშირდება ახალციხის ქვესადგურს, დაახლოებით 90 კმ სიგრძის მონაკვეთით. ახალი 220 კვ. ხაზი გააუმჯობესებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისთვის (რომელიც ელექტროენერგიას იღებს ბათუმის ქვესადგურიდან, და სადაც მდებარეობს შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და ტურისტული კურორტი) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობასა და ხარისხს. ბათუმისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ახალი ხაზის საშუალებით უფრო საიმედო გახდება, გაჩნდება ორი სარეზერვო კავშირი, ერთი - ახალციხის ქვესადგურის მიმართულებით და მეორე - ჩრდილოეთით, ქვესადგურებისკენ „მენჯი“ და „ხორგა“. ასევე შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში შუახევი/სხალთა და კორომხეთის ჰესებიდან ახალციხის მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი ქვესადგურის, ხოლო მოგვიანებით - ბათუმში დაგეგმილი მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი ქვესადგურის გავლით.


პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ № 8377-GE სესხის ფარგლებში. სამშენებლო ხელშეკრულება (№ IBRD/TGSP/W/ICB/01-2014) გაფორმდა 2015 წლის 27 აპრილს ინდურ კომპანიასთან KEC International Limited.


მსგავს თემაზე:

140 უშუქო სოფელს ელექტროენერგიის პრობლემა მოუგვარდება


ნენსკრა ჰესი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ვერ გააძვირებს



სხვა სიახლეები