• Ƀ/$

პაატა სალია: "რუსთავი 2"-ის გაყიდვის მიზეზი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა

12 აგვისტო 15:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

,,რუსთავი 2" არასდროს გაკოტრდება. სწორედ ამისთვის, რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ გაყიდვის გადაწყვეტილება",- ამის შესახებ ,,რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, კომპანიის წილებს გასხვისების პროცესი იქნება საჯარო და გამჭირვალე. მისივე განცხადებით, პოტენციური მყიდველების შესახებ მედიას ექნება ინფორმაცია.


"ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ რაც გამოწვეულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი აზრით კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და მტკიცებულებები. საბოლოოდ ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში. თუმცა დღეის მდგომარეობით ვინაიდან კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რომ ვახორციელებთ ყველა მოქმედებას არც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობა რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, ეს არ მოხდება და ,,რუსთავი2" არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება,"-განაცხადა პაატა სალიამ. 


ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს ყიდის. ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა დღეს გაავრცელა.



 


მსგავს თემაზე:

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის



სხვა სიახლეები