• Ƀ/$

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

13 აგვისტო 16:18 | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თვაჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტირება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„როგორც გვქონდა დაგეგმილი, ნოემბრისთვის ვვარაუდობთ უკვე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას სამშენებლო სამუშაოებზე.  330 მილიონი ლარია საორიენტაციოდ ის ბიუჯეტი, რაც დასჭირდება ამ პროექტს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ნამდვილად ექნება შესაბამისი გზა და რკინიგზა“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რკინიგზა 18 კმ-იანი იქნება. პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ივნისით განისაზღრა


თიბისი ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსურციუმში ინვესტორად რჩება


ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მაიკლ ქაუგლი უხელმღვანელებს



სხვა სიახლეები