• Ƀ/$

ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა

29 აგვისტო 11:02 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სრული შესწავლის განკარგულება გასცა, რისთვისაც 2019 წლის სამხედრო ბიუჯეტიდან $250 არის გამოყოფილი.

ამის შესახებ Politico აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.


გამოცემის ინფორმაციით, ფორმალური შემოწმება ტრამპის სურვილს ემსახურება, დარწმუნდეს, რომ გაცემული სახსრები, აშშ–ის ინტერესებთან შესაბამისობაში, მიზნობრივად იხარჯება. რევიზიას პენტაგონის შეფი მარკ ესპერი და აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ჩაატარებენ.


რევიზიის პერიოდში უკრაინისთვის გადასაცემი ფული გაიყინება. აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში აცხადებენ, რომ „სერიოზულად არიან შეშფოთებული ამ მნიშვნელოვანი თანხის გაყინვის გამო“.


სხვა სიახლეები