• Ƀ/$

აშშ სანქციებს „როსნეფტსაც“ უმიზნებს

10 სექტემბერი 16:16 | ეკონომიკა

ვენესუელასთან თანამშროლობის გამო აშშ–მა სანქციები, შესაძლოა, რუსეთის ნავთობგიგანტს „როსნეფტს“ დაუწესოს. ამის შესახებ აშშ–ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვენესუელის საკითხებში ელიოტ აბრამსმა განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსული სახელმწიფო კომპანია კარაკასისგან ნავთობს მიზერულ ფასად ყიდულობდა და შემდეგ ნედლეულს ძვირად ყიდდა. ამგვარად, ერთის მხრივ, „როსნეფტი“ ვენესუელაში მოქმედ რეჟიმს ეხმარებოდა, მეორე მხრივ, სოლიდურ მოგებას ნახულობდა ამით.


ვენესუელაში იანვარში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აშშ–მა ადგილობრივი სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მარტში განაცხადა, რომ „როსნეფტი“ კვლავაც ყიდულობს ნავთობს კარაკასისგან, რითაც უგულვებელჰყოფს სანქციებს და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უწევს დახმარებას.


ვენესუელაში მწვავე სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი წლებია გრძელდება. ქვეყანაში ინფლაციამ 2 000 000%–ს გადააჭარბა. $1 ვენესუელაში 20 000 ბოლივარი ღირს.


სხვა სიახლეები