• Ƀ/$

$100 თითქმის 7 ლარით გაძვირდა

17 მარტი 17:13 | ფინანსები

17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0807 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -6.89 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3974 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3684 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.90 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4756 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.7292 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 მარტიდან შევა ძალაში.


სხვა სიახლეები